ხულოში სკოლის მოსწავლე ორსულადაა | ფაქტის შესწავლა ომბუდსმენმა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ხულოში სკოლის მოსწავლე ორსულადაა, ფაქტის შესწავლა კი ომბუდსმენმა დაიწყო, - ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატში მათთან ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უკვე აცნობეს.

მოსწავლის პედაგოგმა ფაქტი TV25.GE-ს დაუდასტურა. მისი თქმით, საქმეში ჩართულია პოლიცია, ბავშვი კი ამ ეტაპზე ოჯახში, მძიმე ემოციური ფონის ქვეშაა. 

"ცუდი ამბავია მომხდარი, ბავშვი ოჯახში იმყოფება. სკოლას არ მიუმართავს პოლიციისთვის, მე რიგითი პედაგოგი ვარ, ვინ მეკითხება. სავარაუდოდ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ჰქონდა ბავშვს," - ამბობს პედაგოგი. 

გამოცემის ცნობით, 15 წლის გოგო რვა თვის ორსულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი