სოფელ ძველ აბაშაში, თხილის პლანტაციაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, თხილის პლანტაციაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გუშინ კომპანია "ნათს ინ ქორპორეიტედის" კუთვნილ ბაღებში გაჩნდა.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ცეცხლი დაახლოებით 26 ჰექტარ მიწის ფართობს მოედო, ძირითადად კი 6 ჰექტარია დამწვარი. ისინი ვარაუდობენ, რომ ზარალი დიდი იქნება.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მის გავრცელებას ძლიერმა სიცხემ და ქარმა შეუწყო ხელი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი