ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის ერთ ერთი უბნის მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ უკვე თვენახევარია წყალი არ აქვთ. ადგილობრივების თქმით, წყალსაქაჩი სოფელში 3 წლის წინ გაიყვანეს, თუმცა როგორც ჩანს, უხარისხოდ, რადგან მას შემდეგ წყალი მილებში ან ძალიან ცოტა მოდის, ან საერთოდ არ მოდის.
ხალხი ითხოვს, შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ და შეისწავლონ ეს საკითხი. მათ ეჭვი აქვთ, რომ უხარისხო სამუშაოების წყალობით, დიდი ფული გაიფლანგა.
მოსახლეობა დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს, რადგან როგორც ამბობენ, ადგილობრივი უწყებები ყურადღებას არ აქცევენ, სოფლის გამგებელმა დღეს კამერის გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვა.
ავტორი: ემა გოგოხია