თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარია

გამოქვეყნდა:

თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი ფერდობზე ბალახს გაუჩნდა. 

ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. ცეცხლი, დაახლოებით, 3 ჰექტარზე გავრცელდა და რამდენიმე სასაფლაოზეც გადავიდა.

ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი