ბორჯომის ხეობაში ვითარება გაუარესდა. გაძლიერდა ქარი, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ლოკალიზებულ კერებზე ცეცხლი ისევ გაღვივდა. პარალელურად, ხეობაში რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა. თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორია რთულად მისადგომია, მეხანძრე მაშველებს ადგილამდე მისვლა უჭირთ.
დილიდან ხეობაში მუშაობს ავიაცია, ასევე ცოცხალი ძალა. ადგილობრივები ამბობენ რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, სოფელ მოქსევში ცეცხლმა სალოცავი დააზიანა.