ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე კორპუსში ხანძარია

გამოქვეყნდა:

ხანძარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი იწვის. "გურიანიუსის" ინფორმაციით, ცეცხლი პირველი სადარბაზოს მეორე სართულის ბინიდან გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიც.

გურიაში დღეს სხვა ხანძარიც იყო. ცეცხლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა გაყვანილობამ გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი