ავარია ქობულეთში | დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ დაშავებულები, მრავლობითი დაზიანებებით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ქობულეთის "ევექსში" გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი