განადგურებული ფრესკები და კულტურული მემკვიდრეობა | უკვე მე-8 დღეა, ბორჯომში ხანძარს ვერ აქრობენ

გამოქვეყნდა:

ფრესკები, რომლებიც ათ საუკუნეზე მეტს ითვლიდა, განადგურებულია. ბორჯომის ხეობის ხანძარი უკვე კულტურულ მემკვიდრეობას სპობს. სოფელ დვირის წმინდა კვირიკეს სახელობის ისედაც დანგრეული ეკლესია ხანძარმა სრულიად მოსპო და შეიწირა წმინდანთა გამოსახულებები, რომლებმაც ათასწლეულს გაუძლო.

ტყის ხანძარი დასახლებებსა და ინფრასტრუქტურულ ნაგებობებსაც სულ უფრო უახლოვდება. სოფელ თისელში პოლიციამ ნავთობსადენისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. სოფელ დვირთან კი სარკინიგზო ეშელონებია გაჩერებული. 

მატარებლები მოძრაობას დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო ვერ აგრძელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების განადგურებასაც ჩივის. დაკვამლიანება კი სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება.

ხალხი უკვე სუნთქვის გაძნელებაზე საუბრობს, დაფიქსირდა მცირეწლოვნის მოწამვლის ფაქტიც. როდის შეიცვლება ვითარება, გაურკვეველია - მეხანძრე-მაშველები, არმია და ავიაცია შეუჩერებლად მუშაობს, მაგრამ ქარი მუდმივად აჩენს ახალ კერებს და ხანძარი სულ უფრო დიდ ფართობზე ვრცელდება. 

ფოტო: ნიკა კახეთელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი