ქუთაისში, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ფსიქიატრიულის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის ქრობის სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და მასში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.

თვითმხილველების თქმით, ქუჩაზე არსებული მჭიდრო დასახლების გამო, იყო საფრთხე, ცეცხლი  გვერდით მდებარე სახლებზეც გადასულიყო.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი