ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბორჯომის ტყეში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და აქტიურ კერებზე მუშაობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ადგილზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.

ცნობისთვის, ბორჯომის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი