საპროტესტო აქცია ვანში - სოფელ ზეინდარის მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პროტესტი ვანის მუნიციპალიტეტში - სოფელ ზეინდარში მოსახლეობა მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო ქუჩაში გამოვიდა.

ადგილობრივების თქმით, გზები ავარიულია და გადაადგილება უჭირთ, ხელისუფლება კი პრობლემებზე არ რეაგირებს. ისინი დახმარებას ითხოვენ.

"ვითხოვთ, რომ სოფელში ხალხი მივიდეს თავიანთ სახლში. უგზოობის გამო ვართ გამოსული, არავინ გვაქცევს ყურადღებას. გვპირდებიან - დღეს, ხვალ, მომავალში, 10 წელი გავიდა და მომავალი მომავალია მაგათთვის და ჩვენთვის არაფერი არ არის. ჩვენი გასაკეთებელი გზა ასწიეს და გადაიტანეს სხვაგან და დააგეს სხვა უბანში", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი