9 დღიანი ინტენსიური სამუშაოების შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ხანძარი თითქმის მთლიანად ლიკვიდირებულია, ამ დროისთვის დარჩენილია ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე პატარა კერა, რომლის ჩაქრობაც ქარის გამო ვერ ხერხდება, სიტუაციის კონტროლისთვის სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. დღის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში მონაწილეობდა ავიაციაც. ამ დროისთვის გახსნილია სოფელ თისელამდე მისასვლელი გზაც, როგორც შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ამბობენ ცეცხლის სოფელზე გავრცელების საფრთხე აღარ დგას.