10-დღიანი ინტენსიური სამუშაოების შემდეგ, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ხანძარი თითქმის მთლიანად ლიკვიდირებულია, თუმცა ხეობაში ამ დრომდე ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე კვლავ მუშაობს ავიაცია და რჩებიან მეხანძრე-მაშველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სიტუაციის კონტროლისთვის სტიქიის ზონაში მონიტორინგის მიზნით რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩებიან შესაბამისი სამსახურები.
"აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობითი სამუშაოები სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მეხანძრე მაშველების მიერ ყველა აქტიური კერის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლებთანაც მისასვლელი გზა გაჭრილია სპეც. ტექნიკით. მეხანძრე მაშველებს შეყვანილი ჰყავთ სპეციალური სახანძრო ტექნიკა, რის საშუალებითაც მიმდინარეობს ხანძრის კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია. ისეთ ადგილებზე, სადაც რთული რელიეფია და არის მცირე ზომის ხანძრის კერები, მიმდინარეობს ავიაციით დამუშავება", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.