პოლიციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც ანაკლია-განმუხურის ხიდზე შუშები ჩაამტვრიეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის პოლიციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც ანაკლია-განმუხურის ხიდზე შუშები ჩაამტვრიეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი უკვე დაკითხეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. ორივე მათგანი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ შუშების ჩამსხვრევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 

როგორც "მთავარი არხისთვისაა" ცნობილი, საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ ჩაამსხვრიეს ხიდის შუშები. 

ჯერჯერობით მათ ბრალი არ წარდგენიათ, პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

განმუხური-ანაკლიის ხიდის შუშები 16 აგვისტოს ჩაამტვრიეს, დაზიანებულია 52 მოაჯირი.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი