თბილისში უბედურ შემთხვევას 75 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გუშინ, ჩიქობავას ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში სახლის მეორე სართულის აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც იქ ქალი სარეცხს ფენდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.