"რა აზრის აქვს" - მეუფე იაკობი ამბობს, რომ სუს-ის კრებსების საქმეზე პროკურატურისთვის მიმართვას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე პროკურატურისთვის მიმართვას და დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნას არ აპირებს.

"მე ადრე ვთქვი, ვის დროს მისმენდნენ ისიც ვიცი, ვინც მისმენდა ისიც ვიცი, ზოგი ცოცხალი აღარ არის და ვიცი, არ მჭირდება. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ [პროკურატურისთვის მიმართვას], რა აზრის აქვს. როდის დაიწყო მოსმენები, რომელი წლებიდან, ეკლესიას როდის უსმენდნენ...", - თქვა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, სუს-ის კრებსები გასული წელს გავრცელდა. ჩანაწერებით მტკიცდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, დიპლომატებსა, აქტივისტებსა და სასულიერო პირებს. კრებსებში მოხსენიებული არაერთი პირი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს. 

პროკურატურამ ბოლო პერიოდში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ჟურნალისტებსა, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი