ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ძამას ხეობაში ბუჩქებს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ძამას ხეობაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
ძამას ხეობაში ხანძარმა 7 სახლი მთლიანად გაანადგურა.