თბილისში დღეს შუქი ისევ ჩაქრება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 აგვისტოს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), შავიშვილის, ქავთარაძის, ძოწენიძის, გამრეკელის, ზურაბ ანჯაფარიძის და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, ასმათის, დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ნესტან დარეჯანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის,  ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ზემო ფონიჭალის დასახლების და  სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდარეხის, აბუსერიძე-ტბილის, სახალხოს, აბაკელის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, ვარკეთილო-3 X კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), შუამთის, აბაშვილის, ქიზიყის, სამგორის, თვალჭრელიძის, სურგულაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ძმები ზუბალასვილების, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ზურაბ ჟვანიას, ინგოროყვას, ჩიტაძის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, მანჯგალაძის, აბაშიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, დადიანის, გუდიაშვილის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი