შავნაბადას ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. მთის ფერდობზე, თბილისის მხარეს ცეცხლი ტყის მასივს ამ წუთებშიც უკიდია. მეხანძრე-მაშველები კერების ლოკალიზებას ცდილობენ.
თავდაპირველად ხანძარი შავნაბადას ბაზის მახლობლად გაჩნდა და არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე გავრცელებულიყო, ამიტომ სასაზღვრო პოლიციისა და თურქული ვერტმფერენები ბორჯომიდან თბილისში გადმოიყვანეს. თუმცა ამ წუთებში ხილვადობის არ არსებბის გამო ავიაცია ვეღარ მუშაობს.