ხანძარი იყო ძამას ხეობაში. სოფელ ელბაქიაანთკარში 10-მდე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ცეცხლი ერთ-ერთი ადგილობრივის დაუდევრობის გამო გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან სწრაფად გავრცელდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში, ათობით მეხანძრე-მაშველთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში მოსახლეობაც მონაწილეობდა.
ადგილობრივებს, რომლებსაც ხანძრის გამო სახლები გაუნადგურდათ წასასვლელი არსად აქვთ. ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არ შეუთავაზებია.