ამერიკელი ექსპერტი "ემპათიას" წევრებს ხვდება | ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი ხვალ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაში ერთვებიან. ამერიკელი ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი უკვე საქართველოშია, ექსპერტი შვეიცარიიდან კი თბილისში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება. ისინი ხვალ მესამე პრეზიდენტს კლინიკაში მოინახულებენ და გაეცნობიან მკურნალობის ისტორიას.

მათთან ერთად კიდევ 3 საერთაშორსო ექსპერტი მოამზადებს დასკვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას და მისი გამოჯანმრთელების გზებს შეეხება. 

რამდენიმე დღეში კვალიფიციური სპეციალისტები იტყვიან, აუცილებელია თუ არა მესამე პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა. ამ წუთებში კი ამერიკელი ექსპერტი ცენტრ ემპათიას წევრებს ხვდება. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი