საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიღომში, მარშალ გელოვნის გამზირთან ერთ-ერთი მაღაზიის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ტერიტორიას ტოვებენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადებიც.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.