როგორ კვეთენ რუსები საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ანტსაოკუპოაციო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ რუსები საოკუპაციო ხაზს უპრობლემოდ კვეთენ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

"ხშირად გვითქვამს, რომ რუსები უპრობლემოდ კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზს და გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, ნაკლებად აღიქვამდა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ განცხადებებს. 
ალბათ იმიტომ, რომ ამის ვიდეო მტკიცებულება არ არსებობდა და მხოლოდ ჩვენი სიტყვები საკმარისი არ იყო. 
გთავაზობთ მტკიცებულებას. 
უყურეთ, როგორ გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად მხარეს, როგორი დაუსჯელობის და უსაფრთხოების შეგრძნებით არიან ეს ორკები გაჯერებულები" წერს ქაცარავა

საკითხზე სუსი ფლობს ინფორმაციას. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის თანათავმჯდომარეებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი