გელათის მონასტრის გასაიდუმლოებული დასკვნა. ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ სამონასტრო კომპლექსის სავალალო მდგომარეობის შესახებ შედგენილ დოკუმენტს კულტურის სამინისტრო და საპატრიარქო მალავენ.
ეს დასკვნა უცხოელმა სპეციალისტებმა შეადგინეს, რომლებმაც გელათი სამი თვის წინ მოინახულეს. დოკუმენტში ზედმიწევნით ზუსტად არის აღწერილი სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობა და გაკეთებული დასკვნაც, რომ დაზიანებები შეუქცევადია.
საპატრიარქო და სამინისტრო კი არამხოლოდ მალავენ დასკვნას, არამედ უკვე თვეებია, მონასტრის კარი ჩარაზული აქვთ და დამოუკიდებელ სპეციალისტებს მონიტორინგის უფლებასაც კი არ აძლევენ.