გაეროს ექსპერტი მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ამსახველ კადრებს გაეცნო | საგამოძიებოში შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

სამ საათზე მეტის განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაეროს ექსპერტი იმყოფებოდა, რომელიც საქართველოში საგანგებოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდა.

ონდერ ოსქალიფჯი ამერკელ კოლეგასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში კლინიკა ვივამედში იმყოფებოდა, სადაც შეისწავლეს სამედიცინო დოკუმენტაცია და მესამე პრეზიდენტს დამატებითი კვლევები ჩაუტარეს.

მოწვეული ექსპერტების დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებისა და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის წინაპირობა გახდეს. 

ჩვენ ვნახეთ იგივე, გადაყვანის ამსახველი კადრები, ასევე გორის ჰოსპიტალის 27 დეკემბრის ძალადობის ორი ფაქტი და ასევე გავეცანით შეძლებისდაგვარად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ჩვენი ექსპერტი ითხოვს ამ დასკვნას, რომელიც უნდა, რომ დაურთოს ამ მასალებს, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ სასამართლოს ძალით. 

[ჟურნალისტი: პირველადი შეფასება არ გაუკეთებია?] ჩვენ ამასთან დაკავშირებით თუ მას ექნებოდა სურვილი, თვითონ გააკეთებდა კომენტარს, - ამბობს ჯიშკარიანი.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი