რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორ 40 წლამდე კაცს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "მთავარ არხს" განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.