აქცია მარნეულში - მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის არქონას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში აქცია გაიმართა. მოსახლეობა სოფელში არსებული მძიმე მდგომარეობას აპროტესტებს.

ძირითადი პრობლემა სასმელი და სარწყავი წყლის არქონაა. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არჩევნებში მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს და არც პრობლემებით ინტერესდება.

3 თვეა, არც სასმელი და არც სარწყავი წყალი არ მოგვეწოდება. ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ ვაინტერესებთ. მარნეულის მერს, ზაურ დარგალს, პირდაპირ ვავალდებულებთ, 1 წლის წინანდელი დაპირების შესრულებას, - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი პირი.

აქციას ოპოზიციის წარმომდგენლებიც შეუერთდნენ. მათი აზრით, ადგილობრივ ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება.

წლებია ეს ხალხი გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს ერთსა და იმავე რამეს. ეს არის სარწყავი კანალის პრობლემა. როდესაც ამ ხალხს სჭირდება თავისი მიწის მორწყვა, ამ არხზე წყალი არ არის, - განმარტავს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი