NAEC: 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

გამოქვეყნდა:

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მისი თქმით, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მიიღო, მათ შორის 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი - 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

ცნობისთვის, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 12:00 საათზე აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი