ქუთაისში, მერიის მიერ აშენებულ სოციალურ საცხოვრისში, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები შეასახლეს, მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. თაბაშირმუყაოს ქაღალდისგან აწყობილ კორპუსში კედლები დაზიანებული, ჭერი ავარიული, იატაკი კი ამორტიზებულია.
კორპუსში მცხოვრებლებს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხალხის ფული გამოიყო, თუმცა შენობა, სადაც 80 ოჯახი შეასახლეს არაჯეროვნად აშენდა. ამ ფონზე კი ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის მეორე ეტაპს აანონსებს, იმ დროს როცა პირველში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.