სოფელ კოდავარდის უბანში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ქარელის მერიამ 2 მოსაცდელი ააშენა - ინფორმაციას ამის შესახებ mozaikanews ავრცელებს.
ენმ-ის წევრის, თამარ დიასამიძის თქმით, სოფელში, სადაც 42 კომლი ცხოვრობს, მოსახლეობას სხვა პრობლემები და გამოწვევები აქვს.
“მოსაცდელებს შორის მანძილი 250 მეტრია. 42 კომლიან სოფელში ორი მოსაცდელი რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები?! მით უმეტეს, რომ სოფელში სხვა უამრავი პრობლემა და ისინი არ მოუგვარებიათ”, - თქვა თამარ დიასამიძემ საკრებულოს სხდომაზე
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდის უბანში 2 მოსაცდელის აშენებისთვის ქარელის მერიამ ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დახარჯა.