უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი გმირის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან კიევში მიმდინარეობდა. გელა გოგიას ცხედარი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში იყო დასვენებული. პანაშვიდის შემდეგ ქართველი გმირის ცხედარი სამშობლოში გამოამგზავრეს.
საქართველოში მას რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მანამდე გელა გოგიას ცხედარი ქალაქ დნიპროში იყო დასვენებული. სწორედ იმ ქალაქში სადაც ქართველმა მებრძოლმა უკრაინაში ემიგრაციის წლები გაატარა და სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ქალაქ კრამატორსკთან დაიღუპა, როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ გოგია სარაკეტო იერიშისასა დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გელა გოგია უკვე მე-19 ქართველი გმირია რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.