კალათბურთის მატჩებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

კალათბურთის მატჩებთან დაკავშირებით, 1, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება და მოძრაობის სქემა შეიცვლება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, პირველ სექტემბერს 11:00-დან 2 სექტემბრის 00:00 საათამდე, 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ხოლო 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება და ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან კი სატრანსპორტო საშუალებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. ავტომობილების მძღოლებს პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძისა და თამარაშვილის ქუჩების საშუალებით.

უნივერსიტეტის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება, - წერს თბილისის მერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი