რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ.
როგორც „მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.