"გვინდა ბავშვები აღარ იყვნენ ონლაინზე... წერა-კითხვა არ იციან" - ახალსოფელში სკოლის რემონტი ვერ დაასრულეს

გამოქვეყნდა:

პროტესტი ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში - ადგილობრივები სკოლის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას და უხარისხო სამუშაოებს აპროტესტებენ.  

საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და 5 თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ირკვევა რომ სკოლა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან ისევ ვერ მიიღებს.

"​დღეებია კვირებია, რომ აქ საერთოდ არავინ გამოჩენილა და დღეს გამოჩნდნენ მუშაობენ, ალბათ იცოდნენ, რომ მოდიოდით... საპატრულო პოლიცია დღეს მოვიდა და რატომ მოვიდა ეგეც არ ვიცით," - ამბობს მშობელი.

მშენებლობას მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით ფონდი აქსიონი ახორციელებს.  სამუშაოების ხელმძღვანელი  ირწმუნება, რომ თითქმის  დასრულებულია სკოლის მშენებლობა, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ სკოლის ნაწილი ავარიულია, რის გამოც გახსნის ვადამ გადაიწია. 

"​კანონის ფარგლებში ხდება ყველაფერი და ამ ვადებში მიმდინარეობს მშენებლობა ერთადერთი გადაგავადებ მოხდა აღნიშნული ფილის გამო,  სადაც არმატურა არ აქვთ და ოქტომბრის ბოლომდე აქვთ ვადები" - ამბობს  მერიის წარმომადგენელი ​ 

ცნობისთვის, სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის  1 400 000 ლარია გამოყოფილი

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი