გაღარიბებული საქართველო | მოსახლეობის 20% სახელმწიფოს შემწეობის იმედზეა

გამოქვეყნდა:

საქართველოში სოციალური ფონი დღითიდღე სულ უფრო მძიმდება. ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი ღარიბია. სრული მოსახლეობის 20%-მდე სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო მორიგ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ მხოლოდ ივლისის თვეში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კიდევ 3 217-ით გაიზარდა.

მიუხედავად "ქართული ოცნების" მტკიცებისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირებულია და ეკონომიკის მაჩვენებლები მაღალ ნიშნულზეა, საპირისპიროს ყვებიან ეკონომისტები, ხელისუფლების ოპონენტები და ხალხი.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი