აფეთქება თბილისში - დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი. სავარაუდოდ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები.