საქართველოში ხანძრის ახალი კერებია. ამ წუთისთვის ტყის მასივი იწვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ. ხანძარია თბილისშიც. დედაქალაქში ტყის მასივი დიდი დიღომში, თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის. ადგილზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერა და ძლიერი დაკვამლიანებაა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მეხანძრე მაშველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ჯერ-ჯერობით უცნობია.