ბელარუსი და რუსი "ტურისტები" საქართველოს მოქალაქის ბინაში ფარულად და უნებართვოდ ჩაეწერნენ

გამოქვეყნდა:

ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ საქართველოში ტურისტებად ჩამოსული პირებს ბინა მიაქირავა, ისინი კი იქ ფარულად, უნებართვოდ დარეგისტრირდნენ.

დაზარალებული ოჯახის ინფორმაციით რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში ბინადრობის უფლება სწორედ უკანონო რეგისტრაციით მიიღეს.

მესაკუთრეები ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საცხოვრებლიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ. მათ უკვე მიმართეს პოლიციას და იუსტიციის სამინისტროს.

"ჩვენგან მალულად, ეს პირი ჩაეწერა მამაჩემის კუთვნილ ბინაში.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ გართულება არ გვინდოდა და გვეკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე. მამიდაჩემი შევიდა მათთან და ჰკითხა, რატომ დაარღვიეს  კანონი, რატომ ჩაეწეთ და მიიღო აგდებული პასუხი, რომ მესაკუთრის თანხმობა ჰქონდა. მესაკუთრე მამაჩემია, რომელსაც თვალითაც არ უნახავს ეს ადამიანები.​ დავეწერეთ განცხადება აღნიშნული ფაქტის შესახებ, თუმცა როდესაც ჩვენ ვუთითებდით, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, პოლიციელმა ეს კანონდარღვევა არ დააფიქსირა" -  ამბობს ბინის მესაკუთრე, ნათია კვარაცხელია

ბელარუსი და და რუსი "ტურისტები" მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და ჟურნალისტებს ადვოკატთან ამისამართებენ.

"არსებობს პოლიცია და იურისტი  და მათ ყველაფერი კარგად იციან და იტყვიან ჩვენ ყველაფერს კარგად  ვიხდით, ქირა გადახდილია თქვენ არ იდარდოთ" - ამბობენ რუსი და ბელარუსი "ტურისტები"

ბინის მეპატრონე ნათია კვარაცხელია იუსტიციასაც ადანაშაულებს კანონდარღვევაში. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინაში კანონით დადგენილი 3 თვის ნაცვლად, იუსტიციამ 2 თვესა და 2 კვირაში ჩაწერა. 

ბინის მფლობელი ამბობს იმასაც, რომ "მდგმურებისგან" მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიუვიდა.

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი