ბორჯომის ხეობა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული - ხანძარი ამჯერად ნაკრძალის ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ წუთებშიც, ნადგურდება უნიკალური ბუნება, ცეცხლის ჩაქრობას კი, ცოცხალ ძალასთან ერთად, ავიაციაც ცდილობს. ცნობილია, რომ ადგილზე 2 ვერტმფრენი მუშაობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება დროუად მოხდეს, ხელისუფლება სამუშაოებში უფრო მეტად უნდა ჩაერთოს. ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში თავადაც ჩაერთონ.