ხონში ცხოველთადამცველების ჩასვლას დაპირისპირება მოყვა. აქტივისტების ინფორმაციით, სოფელ მათხოჯში ძაღლს დაუდგენელმა პირმა ბლაგვი საგნით ფეხი მოაჭრა, ძაღლი კი მეპატრონემ კლინიკაში არ გადაიყვანა. დაზიანებული ცხოველის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც ცხოველთადაცველებმა სოფელში აქცია გამართეს.
ძაღლის პატრონმა და ადგილობრივებმა პროტესტის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ძაღლი დაკარგული იყო, სახლში დაზიანებული ფეხით დაბრუნდა და მათთვის უცნობია ვინ განახორციელა ცხოველის მიმართ სასტიკი ქმედება.