ხანძარია ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდას ტყეში

გამოქვეყნდა:

ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სამ კერაზეა გაჩენილი. თუმცა, რა ფართობს მოიცავს ის, ამ დროისათვის უცნობია.

მათივე თქმით, ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ 112- ს და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

"მთავარი არხი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა და ოფიციალურ პასუხს უწყებისაგან ელოდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შილდის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ბოლო რამდენიმე წელში ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი