"კაწრო" შოვში ისვენებს - კალაძის გუნდის შეკრება რაჭაში

გამოქვეყნდა:

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო რაჭაში, შოვში იმყოფება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის დეპუტატ ილია წულაიას კუთვნილ სასტუმროში ისვენებს, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოჯახიც იმყოფება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბილანიშვილი რამდენიმე დღის წინ, შოვში გამართულ წვეულებასაც დაესწრო, სადაც ე.წ. კალაძის გუნდი, გოჩა ენუქიძის სასტუმროში იყო შეკრებილი.

3 ივლისს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ბიზნესმენმა  უმასპინძლა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში იმ დღეს ბიძინა ივანიშვილსაც ელოდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე წვეულებაზე არ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, სავარაუდოდ სწორედ "კაწრო" ჩანს, რომელიც შაქარაშვილის საქმის ერთ ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ  ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

"მთავარი არხი" ამით არაფერს ამტკიცებს და სვამს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას ჩნდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი