ბორჯომის ხეობში კვლავ ხანძარია. ცეცხლი ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს ანადგურებს. მთელი დღეა ცეცხლის ალში უნიკალური ნარგავები იწვის, რომლებიც ეროვნულ ტყე-პარკშია დაცული.
ხანძარი მნიშვნელოვნად დიდ ფართობზეა გავრცელებული და დაბა ლიკანიდან მას სულ რაღაც 3 კილომეტრი აშორებს. მეხანძრე-მაშველები და ავიაციაც ცეცხლის ქრობაში პირველივე კერების გაჩენისთანავე ჩაერთვნენ.
ტექნიკაც და ხალხიც გასული დღეების გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ ჯერ კიდევ ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდა. რა გახდა ამჯერად აალების მიზეზი - დაუდგენელია.