ანტისაოკუპაციო მოძრაობა “გამარჯვება” ბათუმში ახალი ინიციატივით გამოდის. მოძრაობის წევრები ითხოვენ, ზღვისპირა ქალაქში რუსული დასახელების და უშინაარსო სახელების ქუჩებს გადაერქვას სახელები და მათ პატრიოტული შინაარსის სახელები ეწოდოს. ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრებმა ადგილობრივებთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
"ბათუმში რუსული დასახელების ქუჩის გადაერქვას სახელები და დაერქვას გმირების სახელები. აფხაზეთში, სამაჩაბლოში დაღუპულები. ახლა უკრაინაში რომ დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები დაერქვას მათი სახელები",- ამბობენ მოძრაობის წევრები.
ამ ეტაპზე საუბარია ორი ქუჩის სახელის გადარქმევაზე - ლერმონტოვისა და ანგისის ქუჩაზე.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.