სუფრაზე ერთად სვამდნენ...დანა გამოიტანა სახლიდან და უცებ დაარტყა | გავაზში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ 45 წლის დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

"თანასოფლელები იყვნენ, ერთად სუფრაზე სვამდნენ. ამ მკვლელის მამასთან მოხდა რაღაც შელაპარაკება. თვითონ მკვლელი თავიდან სუფრიდან გააგდეს, წავიდა სახლში, თურმე წინასწარ დაგეგმა, დანა გამოიტანა სახლიდან, მივიდა უცებ გვერდიდან, მარჯვენა მხრიდან დაარტყა, ერთი დარტყმა იყო... აქამდე არ ჰქონიათ კონფლიქტი. იქ მარტო მკვლელი და მამა არ იყო, სხვა ხალხიც იყო და ჩვენი ინტერესია, ყველა სათანადოდ იყოს გამოკითხული და ვისაც ბრალი მიუძღვის დაისაჯოს კანონით",- ამბობს მოკლულის ძმა ივერი ქიტესაშვილი. 

 სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

ამავე თემაზე:

სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის კაცი მოკლა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი