"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფლების ინსტიტუტმა" ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანეს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრმა ბესო დონაძემ, "თავისუფალი ინსტიტუტის" დირექტორთან ერთად, ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება ისნის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა კომპანიამ გაიმარჯვა. მომჩივრების ინფორმაციით, შპს “სპორტ ჰაუსმა” სატენდერო დოკუმენტაცია არასწორად შეადგინა და ციფრების მანიპულაციით ტენდერის პირობებს მოერგო. არასწორად შედგენილ დოკუმენტაციაზე კი დასკვნა აუდიტორმა გასცა და ისნის რაიონულმა გამგეობამაც დადებითი შეფასება მისცა. თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციამ საბუთები შეისწავლა და ხარვეზები დაადგინა, მათ სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე საჯარო განცხადება გააკეთეს. რის შემდეგაც კომპანია სპორტ ჰაუსს დისკვალიფიკაცია მისცეს. ბესო დონაძე ფინანსთა სამინისტროს აუდიტორის საქმიანობის შესწავლას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი