შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი.
ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათით ადრე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.
უწყების ცნობით, მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.
პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.