დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილტოზაში სახლი დაიწვა. ვიდეო ფეისბუქით სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, არსებობდა ხანძრის მეორე სახლზე გადასვლის საშიშროება. ფერაძის ინფორმაციითვე, სახანძრომ მისვლა დაიგვიანა და ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ცეცხლი სახლზე სავარაუდოდ თივის დაწვისას გადავიდა. არავინ დაშავებულა.