შილდის ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთო

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო.

როგორც ყვარლის მერმა განაცხადა, ხანძრის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა რთული რელიეფი და ძლიერი სიცხე ცეცხლის  სრულ ლოკალიზებას აფერხებს.

ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა, რადგან ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს უკიდია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გახდება თუ არა ავიაციის ჩართვა საჭირო, ამ ეტაპზე უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე:

ხანძარი ყვარელში - სოფელ შილდას ტყეში ავიაცია ჯერ არ გამოჩენილა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი