ხანძარი ლიკანსა და შილდაში | რა ვითარებაა ამ დროისთვის?

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში, სალოკალიზაციო- სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართულია ეროვნული გვარდია და ავიაცია. ცეცხლის კერებამდე გრძელდება მძიმე ტექნიკით გზების მიყვანა. 

შილდაში ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 

უწყების ცნობით, ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ლიკანსა და ქაბისხევში  საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე რჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს ბორჯომის ხეობში დაბა ლიკანიდან 3 კილომეტრში, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს წაეკიდა. მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის ალში უნიკალური ნარგავები იწვოდა, რომლებიც ეროვნულ ტყე-პარკშია დაცული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი